ფეხბურთი

12:44 | 4.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

AP Global-ის გასული კვირის საუკეთესო ათეულები

Associated Press Global-ის ვერსიით, გამოვლინდა გასული კვირის საუკეთესო გუნდების და ფეხბურთელების ათეული. გუნდებს შორის ლონდონის “ჩელსი” ლიდერობს. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ლიგის თასის გათამაშების ფინალში თანაქალაქელი “ტოტენჰემი” 2:0 დაამარცხეს და პორტუგალიელმა სპეციალისტმა “არისტოკრატების რიგებში დაბრუნდების შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.

მეორე ადგილზე კატალონიის “ბარსელონა” გავიდა. ლუის ენრიკეს კრებულმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი “მანჩესტერ სიტის” “ეტიჰადზე” 2:1 მოუგო, პრიმერადივიზიონში “გრანადაც” სტუმრად (3:1) დაამარცხა და ლიდერ “რეალს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთელებს შორის ათეულის სათავეში ურუგვაის ეროვნული ნაკრების და “ბლაუგრანას” თავდამსხმელი ლუის სუარესი მოექცა. სამხრეთამერიკელმა თავის გუნდს “სიტისთან” შესრულებული დუბლის წყალობით მოაგებინა, ლა ლიგაში კი “გრანადას” ერთი გოლი გაუტანა.

მეორე ადგილზე “რაიოს” თავდამსხმელი ალბერტო ბუენო გახლავთ, რომელმაც “ლევანტეს” პოკერი 16 წუთში შეასრულა. ესპანელმა “ვოლფსბურგის” ჩინებულ ფორმაში მყოფ ჰოლანდიელ ბას დოსტს აჯობა. ნიდერლანდელმა ბოლო 9 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

AP Global-ის ვერსიით გასული კვირის ფეხბურთელთა და გუნდთა საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ფეხბურთელები:

  1. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) – 96 ქულა
  2. ალბერტო ბუენო (“რაიო”) – 79
  3. ბას დოსტი (“ვოლსბურგი”) – 74
  4. ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”) – 60
  5. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 54
  6. ჯონ ტერი (“ჩელსი”) – 51
  7. მარკო როისი (“დორტმუნდი”) – 38
  8. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 35
  9. არიენ რობენი (“ბაიერნი”) – 33
  10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 30

გუნდები:

  1. “ჩელსი” – 117 ქულა
  2. “ბარსელონა” – 105
  3. მიუნხენის “ბაიერნი” – 89
  4. “ვოლფსბურგი” – 78
  5. “ლივერპული” – 76
  6. “მონაკო” – 52
  7. “იუვენტუსი” – 47
  8. “ვილიარეალი” – 42
  9. “ფიორენტინა” – 42
  10. “დორტმუნდი” – 40

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085639