გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დევიდ უილსონი დაინიშნა. შოტლანდიელი სპეციალისტი ალენ ბულას თანაშემწე გახლდათ. გიბრალტარელი 2 მარტს დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს.
გიბრალტარელთა ახალი თავკაცი გუნდს მშობლიურ შოტლანდიის ეროვნული ნაკრებთან მატჩისთვის მოამზადებს. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში შოტლანდია შინ გიბრალტარს 29 მარტს მიიღებს.
გიბრალტარის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.









