სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:49 | 8.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: “ჩელსისთან” სათამაშოდ მზად ვართ”

შვედეთის ნაკრებისა და “პარი სერ ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში“ლანსს” ერთი გოლი მე-60 წუთზე გაუტანა, ხოლო 83-ზე პასტორესაც გაატანინა. პარიზელებმა 4:1 მოიგეს.

ფეხბურთელმა დისკვალიფიკაციის შემდეგ კარგი მატჩი ჩაატარა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგას გუნდი კარგ ფორმაში შეხვდება.

“ვამაყობ ამ გამარჯვებით. მოვიგეთ, გავიტანეთ ბევრი გოლი და ბევრი მომენტებიც გვქონდა. თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ პროდუქტიულად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა “ჩელსისთან” დაპირისპირება განსხვავებული იქნება, თუმცა ამისთვის მზად ვართ.” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი “ჩელსისა” და “სენ ჟერმენს” შორის 11 მარტს “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება. პირველი შეხვედრა ჟოზე მოურინიოს და ლორან ბალნის შეგირდებს შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092332