ფეხბურთი

16:40 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუნაიტედი" ინგსს აკვირდება

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარნლის" წამყვან მოთამაშეს დენი ინგსს აკვირდება - იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი

"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს ლუის ვან გაალს ახალგაზრდა ფორვარდის თამაში ძალიან მოსწონს და "ბარნლის" წინა შეხვედრაზე სკაუტებიც გაგზავნა, რათა დენი საქმეში ენახათ.

22 წლის თავდამსხმელს "ბარნლისთან" მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს, რადგან არაერთი კარგი წინადადება აქვს. მისით "ლივერპული" და "სოსიედადი" ინტერესდებიან.

მიმდინარე პრემიერლიგაში მან 25 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

თეგებიდენი ინგსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161803