საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და “პარი სერ ჟერმენის” ნახევარმცველმა იოან კაბაიემ საზარდულის ტრავმა მოიშუშა და ლორან ბლანმა ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.
29 წლის ფეხბურთელმა დაზიანება 14 თებერვალს “კაენთან” ლიგა 1-ის მატჩში მიიღო და მე-16 წუთზე მის ნაცვალდ მოედანზე რაბიო შევიდა. შესაბამისად კაბაიე თავის გუნდს “არისტოკრატებთან” პირველ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარა. პსჟ-ს და “ჩელსის” დაპირისპირება ხვალ 11 მარტს შედგება.
მიმდინარე სეზონში იოანმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.







