ნორვეგიელი ფრედრიკ ულვესტადი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “ბარნლის” ფეხბურთელი გახდა. 22 წლის მოთამაშემ ინგლისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა სკანდინავიელის დამატება “ბარნლის” ნახევარმცველ დინ მარნეის ტრავმამ განაპირობა.
ამპლუით ნახევარმცველი ულვესტადი 2011-2014 წლებში “ალესუნდში” თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 106 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
ულვესტადის დებიუტი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში გასული წლის აგვისტოში არაბეთის გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. მას ასევე უთამაშია ნორვეგიის ახალგაზრდულ ნაკრებში.





