გერმანული “დორტმუნდის” რადარზე ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი მოექცა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild–ი ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “ყვითლები” ტომას მუნიერს (“ბრიუგე”), დენის პრაესა და იური ტიელემანსს (ორივე “ანდერლეხტი”) აკვირდებიან. ისინი ჩამოთვლილ მოთამაშეებს სეზონის ბოლომდე დააკვირდებიან და დიდი შანსია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მათ შეძენაზეც იფიქრონ.
23 წლის მუნიერი “ბრიუგეს” მარჯვენა მცველია (მიმდინარე სეზონში 38 მატჩში, 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა), პრაე “ანდერლეხტის” 20 წლის შემტევი ნახევარმცველი (მიმდინარე სეზონში 26 მატჩი, 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემა), ხოლო 17 წლის ტიელემანსი “ანდერლეხტის” 17 წლის უნიჭიერესი ცენტრალური ნახევარმცველია (მიმდინარე სეზონში 38 მატჩი და 4-4 გოლი და საგოლე გადაცემა).





