ფეხბურთი

10:46 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “პსჟ-მ მენტალური სიმტკიცე გამოავლინა”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსი” გათამაშებას გამოეთიშა. მეოთხედფინალში პსჟ ითამაშებს. “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე მარცხის მიზეზსა და მოწინააღმდეგის დადებით მხარეზე ისაუბრა.

“მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემმა ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს კარის უსაფრთხოდ დაცვა. ორივე გოლი კუთხურის შემდეგ გავუშვით, დაცვაში მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო”.

“პსჟ 10 კაცით დარჩა, თუმცა მათ ფსიქოლოგიური, მენტალური სიმტკიცე გამოავლინეს. პარიზელებმა გამოცდილი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, ძალიან კარგად ითამაშეს, ჩემი გუნდი კი შეცდომების გამო დაისაჯა”, - აღნიშნა მოურინიომ.

“ზლატანს თამაშის შემდეგ შევხვდი და ვესაუბრე. მისი გაძევების მომენტიდან საკმაოდ შორს ვიყავი, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ზლატანის პატიოსნებაში ეჭვი არასდროს შემიტანია, მე კი მომენტი ჯერ კარგად არ მინახავს.

ფეხბურთელები გრძნობდნენ დიდ პასუხისმგებლობას, მაგრამ როცა გუნდი 10 კაცით დარჩა, ამ დროს პასუხისმგებლობა გაიზარდა, თამაშიც უფრო დაძაბული გახდა. ამიტომ სანახაობრივი თვალსაზრისით კარგი მატჩი არ გამოსულა, თუმცა ყოველთვის პრაგმატული ვიყავი.

ჩემპიონთა ლიგის დატოვების შემდეგ აქცენტს ინგლისის პრემიერლიგისა და ინგლისის ლიგის თასის მოგებაზე გავაკეთებთ”, - დაასრულა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ პარიზის და ლონდონის კლუბებს შორის გამართული პირველი მატჩი “სტად დე ფრანსზე” ფრედ 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩის ძირითად დროშიც ეს ანგარიში დაფიქსირდა, დამატებითი დროც ასევე ფრედ 1:1 დასრულდა, მეტოქის მინდორზე გატანილი გოლის წყალობით კი შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ლორან ბლანის ფეხბურთელებმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.06756