ფეხბურთი

14:39 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

წამახალისებელი საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში

ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონს სადისტრიბუციო კომპანია შპს “გეოიმპექსის” წარმომადგენლები ეწვივნენ და “ჩხერიმელას” ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდების ფეხბურთელებს საჩუქრები გადასცეს. აღნიშნულმა კომპანიამ ბავშვებს სპორტული ჩანთები, მაისურები, ქუდები და ფეხბურთის ბურთები გადასცა.

“საქველმოქმედო აქციებს რეგიონების მასშტაბით ვატარებთ. პრიორიტეტად იმ რაიონს მივიჩნევთ, რომელთა საფეხბურთო სკოლების ბავშვები მოკლებულნი არიან ასეთი სახის ღონისძიებებს, წამახალისებელ საჩუქრებს. ბავშვებმა დიდი სიხარული გამოხატეს, რაც ჩვენ სტიმულს გვაძლევს, აქციები უფრო მასშტაბური გავხადოთ. მინდა გითხრათ, რომ ბავშვებისთვის გადაცემული ნივთები და აქსესუარები უშუალოდ ბრაზილიიდანაა გამოზგავნილი”, - აღნიშნა “გეოიმპექსის” მენეჯერმა შმაგი ბზიკაძემ.

აღნიშნულ კომპანიას ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის წამახალისებელი საჩუქრები რეგიონების მასშტაბით აქამდეც გადაუცია. ასევე გეტყვით, რომ შპს “გეოიმპექსი” ყავა “პელეს” ოფიციალური დილერია საქართველოში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101992