სხვა

0:52 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ წყალბურთელთა მარცხი თურქეთთან

საქართველოს წყალბურთელთა 1998-1999 წლიანთა ნაკრები ავსტრიულ გრაცში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურში ჩაება და პირველ ტურში თურქეთთან 9:18 დამარცხდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ასეთია: 13 მარტს – მოლდოვასთან და სლოვაკეთთან, 14-ში – ავსტრიასთან, ხოლო 15-ში – ბულგარეთთან.

ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი 2015 წლის ევროპის თამაშებში ასპარეზობის უფლებას მიიღებს, რომელიც 12-21 ივნისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090307