ფეხბურთი

0:56 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტყებუჩავას გუნდი ჰოლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი წარუმატებლად დაიწყო. გოჩა ტყებუჩავას გუნდი პირველ ტურში მასპინძელ ჰოლანდიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

მე-10 წუთზე ანგარიში 17 წლის ნაიჯელ რობერტამ გახსნა. მან მეორე ტაიმის დასაწყისშიც გამოიჩინა თავი, 49-ე წუთზე ისიანის კარში მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მთავარმა მსაჯმა ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი უჩვენა. 24-ე წუთზე გაფრთხილება არაბიძემ მიიღო.

ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ 4:0 გაანადგურა ჩრდილოეთ ირლანდია. პირველი ტურის შემდეგ ბენილუქსის ქვეყნები ჯგუფის ლიდერები არიან, მეტი გატანილი გოლის წყალობით კი პირველ ადგილოსნად ბელგიის ნაკრები ითვლება.

მომდევნო მატჩს ქართველი 17-წლამდელები ბელგიასთან გამართავენ, შეხვედრა 14 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

12 მარტი, 2015. ელიტრაუნდი. სხინდელი, ჰოლანდია

ჰოლანდია - საქართველო 2:0 (1:0)

ჰოლანდია: ბილოუ, ტრუპე, ფოსუ-მენსა, ჟელ დე ლანჟი, ვან დრონგელენი, ბულტამი, ფერნანდესი (დე ლიტი 71), ეიტინგი, რობერტა (გროტი 61), ბილეველდი (მალენი 61), დილროსუნი

მთავარი მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბერგი

საქართველო: ისიანი, ბერძენაძე (ჭურაძე 45), ყურშავიშვილი (კაპ), ლოჩოშვილი (ბულუხაძე 32), კობოური, ყურაშვილი, კუხიანიძე, არველაძე, გვასალია (ბუღრიძე 66), არაბიძე, კოხრეიძე

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა

გოლები: რობერტა (10, 49)

გაფრთხილება: არაბიძე, ბულტამი, ფოსუ-მენსა

მსაჯი - ადამ ფარკასი (უნგრეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090206