ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ “საუთჰემპტონთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “განსაკუთრებულის” თქმით, “პარი სენ ჟერმენმა” შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა, ხოლო ჟურნალისტებს მოუწოდა ჩემპიონთა ლიგის შესახებ კითხვები მანუელ პელეგრინისა და არსენ ვენგერს დაუსვან.
“პსჟ შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. ჩემპიონთა ლიგის შესახებ შეგიძლიათ პელეგრინისა და ვენგერს დაუსვათ კითხვები, რადგან ისინი ჯერ კიდევ ამ ტურნირზე არიან. ჩვენ ლიგაზე წაუგებლად ვიასპარეზეთ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. უკვე მოვიგეთ ინგლისის ლიგის თასი და მოვიგებთ პრემიერლიგას. დარჩენილი კიდევ 11 თამაშია და მდევარს 5 ქულით ვუსწრებთ. შესაბამისად ყველაფერი ჩვენს ხელთაა”, - განაცხადა მოურინიომ.
“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგას ოთხშაბათს გამოეთიშა. ცოტახ ხნის წინ კი ინლისის ლიგის თასი მოიპოვა, როდესაც ფინალურ შეხვედრაში თანაქალაქელ “ტოტენჰემს” (2:0) აჯობა.






