სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:03 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახლა უკვე +14

იტალიის სერია A-ს XXVII ტურმა სტარტი ორი მატჩით აიღო. ლიდერმა “იუვენტუსმა” მდევარ “რომას” კიდევ უფრო გაასწრო და სკუდეტოსკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

XXVII ტური პალერმოში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ქვეყნის უძლიერეს გუნდ ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა. ტურინელებს მომავალ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალი ელოდებათ და მასიმილიანო ალეგრისგან ბევრი “რენცო ბარბერაზე” სათადარიგო შემადგენლობის გამოყვანას ელოდა, თუმცა ალეგრი ასე არ მოიქცა. საბოლოო ჯამში, მატჩი ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა და მისი ბედი ალვარო მორატას მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ გადაწყვიტა. ესპანელი ფორვარდი მოედანზე ახალი შესული იყო, როცა კლაუდიო მარკიზიოსგან კარგი გადაცემა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და მოჭრილი დარტყმით სტეფანო სორენტინოს შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში “ბებერმა ქალბატონმა” გამარჯვებამდე სამქე მშვიდად მიიყვანა და მეორეადგილოსან “რომასთან” ქულათა სხვაობა უკვე 14-მდე გაზარდა.

ტურის მეორე შეხვედრა კი სარდინიაზე შედგა. გასავარდნ ზონაში მყოფმა “კალიარიმ” ლევან მჭედლიძის “ემპოლის” უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში დაკარგა. მასპინძელთა თავკაცის რანგში ხელმეორე დებიუტი ჰქონდა გამოცდილ ზდენეკ ზემანს, თუმცა კუნძულელებს ამჯერზე ვერც ჩეხმა სპეციალისტმა მოაგებინა. არადა, მათთვის მატჩი კარგად დაიწყო. მე-20 წუთზე ჟოაო პედრომ ანგარიში გახსნა. პორტუგალიელმა საჯარიმოს მისადგომებიდან მოხდენილად დაარტყა. უნდა აღინიშნოს, რომ “ემპოლი” ამის შემდეგ კარის ძელმა ორჯერ იხსნა, თორემ “როსობლუ” ანგარიშის სხვაობას გაზრდიდა. მაურიციო სარის გუნდმა თამაში მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე გადაარჩინა. მატიას ვესინომ მცველების უყურადღებო თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან იხეირა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, - 1:1 დასრულდა. ლევან მჭედლიძე ხანგრძლივი პაუზის შემდგომ “ემპოლელთა” ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 55 წუთი დაჰყო. პირველ ტაიმში ქართველი ფორვარდი აქტიურიც იყო, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

“პალერმო” – “იუვენტუსი” 0:1 (0:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 27.000

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, ტერცი; რისპოლი, ბარეტო (ბელოტი 76), მარესკა (იაიალო 63), რიგონი, დაპრელა (ემერსონი 83); ვასკესი, დიბალა

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, პერეირა, მარკიზიო, სტურარო (ვიდალი 46), დე ჩელიე (პადოინი 77); ტევესი, ლორენტე (მორატა 60)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 მორატა (70)

გაფრთხილება: ვასკესი (39), ანდელკოვიჩი (41), დიბალა (87) – ბარძალი (52), მორატა (80), ლიხშტაინერი (84), პერეირა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 2 (0) – 13 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:4 გაფრთხილება: 3:4

მსაჯი: მარკო გუიდა

“კალიარი” – “ემპოლი” 1:1 (1:0)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 9.500

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, დიაკიტე, მურუ; კრესეტიჯი, ჟოაო პედრო, დესენა; ფარიასი (რანჯელი 76), საუ (კოპი 74), მპოკუ (ჰუსბაუერი 82)

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; კროჩე (ზიელინსკი 59), სინიორელი, ვესინო; საპონარა (ვერდი 69); მაკარონე, მჭედლიძე (პუჩიარელი 55)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (20), 1:1 ვესინო (90)

გაფრთხილება: ფარიასი (9), ბალცანო (58) – ზიელინსკი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 11 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:5 გაფრთხილება: 2:1

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 11.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094166