ფეხბურთი

14:06 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “არ მაინტერესებს, ჩემზე რას დაწერენ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კრიტიკოსებს ყურადღებას არ აქცევს.

“ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც სხვებს ვედრები. სულ რამდენიმე მწვრთნელს ვხედავ, რომლებიც სპორტული მიღწევებით გამიტოლდებიან, დანარჩენები კი ძალიან შორს არიან. მე ყველა მათგანს პატივს ვცემ, მაგრამ ვის მოუგია პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგა? მე და ლუი ვან გაალს. რამდენ მწვრთნელს მოუგია პრემიერლიგა მინიმუმ ორჯერ? მე და არსენ ვენგერს. ბევრს აქვს მოგებული ამ ქვეყნის ყველა ტურნირი? სუპერთასი, ლიგის თასი, ინგლისის თასი და პრემიერლიგა? ბევრს აქვს ევროპაში მოგებული შვიდი ჩემპიონატი? ბევრს მოუგია ორჯერ ჩემპიონთა ლიგა? კარლო ანჩელოტიმ ის სამჯერ მოიგო, ხოლო ვან გაალმა და პეპ გვარდიოლამ - ორჯერ. გამარჯვებები ბევრი არასდროსაა და ადამიანები ზედმეტად ნერვიულობენ ჩემზე. მათ არ იციან, რაოდენ ბედნიერი ვარ. თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ, რადგან მე ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ და სულ არ მაინტერესებს. რას წერენ ჩემზე გაზეთები.” - გაამხილა თავისი განცდები მოურინიომ, რომლის “ჩელსი” წლევანდელ ჩემპიონთა ლიგიდან ამ კვირაში “პარი სენ ჟერმენმა” გამოთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097849