რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში გროზნოს “ტერეკთან” სახლში მოგებული (2:1) მატჩის მერე, ყაზანის “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ მასპინძელთა ახალგაზრდა “ფანი” სტიუარდების სიმკაცრისგან დაიცვა.
შეხვედრის დასრულებისთანავე გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადმოხტა და მოედანზე შესულმა სამახსოვროდ მაისურ ჯერ მაქსიმ კანუნიკოვს თხოვა, რომლისგან უარი მიიღო, ხოლო შემდეგ - მარკო ლივაიას. ამ უკანასკნელმა მაისურა არ დაიშურა.
სტიუარდებმა “ფანი” გვიან შეამჩნიეს და მოედნიდან მისი ევაკუაცია უხეში მეთოდით გადაწყვიტეს, მაგრამ გულშემატკივარს კვირკველია გამოექომაგა, რომელმაც ხელი გადახვია და სამშვიდობოს გაიყვანა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ “რუბინის” ფანი პოლიციის განყოფილებაში ერთი საათი გააჩერეს და ყაზანელთა 2 საშინაო მატჩზე დასწრება აუკრძალეს.









