ჩოგბურთი

14:34 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ეგვიპტურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ეგვიპტურ კურორტ შარმ ელ შეიხში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირში ჩაება და კორტს მალევე დაემშვიდობა.

საწყის რაუნდში კალაშნიკოვა მე-7 ნომრად განთესილ ბულგარელ იულია ტერზისკას გაეჯიბრა და მხოლოდ 3 გეიმის მოგება მოახერხა – 0:6, 3:6. წყვილთა შეჯიბრში ოქსანა მონაწილეობას არ იღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169713