როგორც "დეილი მირორი" იუწყება, "ევერტონის" ფეხბურთელის რომელუ ლუკაკუს შეძენა "ვოლფსბურგს" სურს. გერმანული კლუბი მზადაა ფეხბურთელში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 33 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა.
გასულ წელს "ევერტონი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა. გერმანიაში გამართულ შეხვედრაში "ევერტონმა" 2:0 დაამარცხა მეტოქე. პირველი გოლი ბენალიოს კარში ლუკაკუმ გაიტანა, მეორე გოლისას კი რომელუმ საგოლე პასი შეასრულა.







