როგორც "კიკერი" იუწყება, იტალიური კლუბები "ნაპოლი" და "იუვენტუსი" "ჰოფენჰაიმის" მცველ ანდრეას ბეკით დაინტერესდნენ. 28 წლის მოთამაშის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 2 მილიონი გირვანქა სახელდება.
ამპლუით მარჯვენა მცველი "შტუტგარტის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2006 წელს ძირითად გუნდში გადაიყვანეს, 2008 წლიდან კი "ჰოფენჰაიმის" მოთამაშეა.
2009 წელს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მან გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა.





