ფეხბურთი

20:11 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი ჰერმანით დაინტერესდა

როგორც metro იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედი” ბუნდესლიგის “გლადბახის” ნახევარმცველ პატრიკ ჰერმანით დაინტერესდა. აღნიშნული წყაროს ცნობით, ლუის ვან გაალის გუნდი ტრანსფერის განხორციელებას სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 15 მილიონი გირვანქა სახელდება.

24 წლის პატრიკ ჰერმანი წარმატებულ სეზონს ატარებს. ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 23 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

პატრიკ ჰერმანით გაძლიერება ასევე სურდა “მანჩესტერის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, “სოსიედადის” ამჟამინდელ დამრიგებელს დევიდ მოიესს. შოტლანდიელი მწვრთნელი “გლადბახის” ერთ-ერთ შეხვედრასაც დაესწრო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176898