რუმინეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის მატჩში “გაზ მეთანმა” საკუთარ მოედანზე “კლუჟს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. გიორგი ჭანტურია “კლუჟის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.
61-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა “გაზ მეთანს,” თუმცა ტაჰარმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
18 გუნდიან ჩემპიონატში ჭანტურიას გუნდი 12 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.
ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი მწვრთნელის კახი ცხადაძის მიერ შერჩეულ 19 ლეგიონერს შორის გიორგი ჭანტურიაც მოხვდა. აღნიშნული სია დღეს გავრცელდა.









