ფეხბურთი

21:30 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ნიუკასლს” აეუს შეძენა სურს

როგორც goal.com იუწყება, “ნიუკასლი” 25 წლის განელი ფეხბურთელის ანდრე აეუს შეძენით დაინტერესდა. მოთამაშეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, “ნიუკასლის” გარდა აეუს დამატება სხვა ინგლისურ კლუბებს “ტოტენჰემს,” “ევერტონსა” და “ვესტ ჰემს” სურთ, ყველაზე მეტად კი “კაჭკაჭები” აქტიურობენ.

ანდრე აეუმ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი “მარსელში” 2007 წლიდან თამაშობს და საფრანგეთის თასისა და ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.

ანდრე აეუმ 2009 წელს განის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, 2011 წელს კი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

თეგებიანდრე აეუ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168767