იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ეროვნულ ნაკრებში 26 ფეხბურთელს უხმო. “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ გენუის “სამპდორიას” ბრაზილიური ფესვების მქონე თავდამსხმელი ედერი, “პალერმოს” გამთამაშებელი ფრანკო ვასკესი და “ემპოლის” საყრდენი ნახევარმცველი მირკო ვალდიფიორი.
აღსანიშნავია, რომ კონტეს რჩეულ ფეხბურთელთა შორის ვერ მოხვდა იტალიური ფეხბურთის ბოლო წლების ორი გამორჩეული ვარსკვლავი, ანდრეა პირლო და დანიელე დე როსი. მაგრამ თუ პირლოს არყოფნის მიზეზი მისი ტრავმა გახლავთ, “რომას” შუახაზელის ნაკრებს მიღმა დარჩენა მისივე ცუდი სათამაშო ფორმიდან უნდა მომდინარეობდეს.
იტალიელები ჯერ, ევროპის 2016 წლის შესარჩევ ციკლში ბულგარეთს ესტუმრებიან, ხოლო შემდგომ ტურინში ინგლისის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), მატია პერინი (“ჯენოა”), სალვატორე სირიგუ (პსჟ)
მცველები: ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ემილიანო მორეტი (“ტორინო”), ანდრეა რანოკია (“ინტერი”)
ნახევარმცველები: ლუკა ანტონელი (“მილანი”), ანდრეა ბერტოლაჩი (“ჯენოა”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ალესიო ჩერჩი (“მილანი”), მატეო დარმიანი (“ტორინო”), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), მანუელ პასკუალი (“ფიორენტინა”), რობერტო სორიანო (“სამპდორია”), მირკო ვალდიფიორი (“ემპოლი”), მარკო ვერატი (პსჟ)
თავდამსხმელები: ედერი (“სამპდორია”), მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”), ჩირო იმობილე (“დორტმუნდი”), გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), ფრანკო ვასკესი (“პალერმო”), სიმონე ძაძა (“სასუოლო”)





