სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:25 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კეინი ბომბარდირთა დავაში გალიდერდა

ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის პირველი სათამაშო დღე ლოგიკური შედეგებით გამოირჩა და ყველა ძლიერმა კლუბმა დაგეგმილი 3 ქულის აღება მოახერხა. დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინის გალიდერებაა. ახალგაზრდა ფორვარდმა “ლესტერს” ჰეთ-თრიკი შეუსრულა, 19 გოლი დაუგროვდა და დიეგო კოშტას ერთი გოლით გადაუსწრო.

ტური “ეტიჰად სთედიუმზე” გამართული დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ სიტიმ” “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. შეხვედრის სცენარზე დიდი გავლენა მოახდინა მაკოლის გაძევებამ, რომელსაც ნილ სვერბრიკმა მეორე წუთზე მიუთითა გასახდელისკენ. ანგარიში 27-ე წუთზე ვილფრიდ ბონიმ გახსნა, რომელმაც “სიტის” რიგებში პირველი გოლის გატანა მოახერხა. ტაიმის ბოლოს მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ფერნანდომ ისარგებლა და სხვაობა გაზარდა, ხოლო 77-ე წუთზე დავიდ სილვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 3:0.

ლონდონის “არსენალი” “სენტ ჯეიმს პარკზე” ”ნიუკასლთან” სათამაშოდ ჩავიდა და მინიმალური გამარჯვება მოიპოვა. პირველ ნახევარში ოლივიე ჟირუმ დუბლის შესრულება მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში სისოკომ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა - 1:2.

“საუთჰემპტონმა” შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი “ბარნლი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. პირველ ნახევარში თავი შეინ ლონგმა გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმში შაკელმა ავტოგოლი ჩაიწერა პასივში – 2:0.

ლონდონის “ტოტენჰემმა” საკუთარ არენაზე ბოლო ადგილოსან “ლესტერს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მასპინძელთათვის შეხვედრა ცუდად დაიწყო. მე-4 წუთზე უგო ლორისი დაშავდა, რომლის ნაცვლად მიხაელ ვორმი გამოჩნდა მინდორზე. ორ წუთში “დეზებისთვის” სასიამოვნო რამ მოხდა და ჰარი კეინმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-13 წუთზე დუბლის შესრულება მოახერხა. 38-ე წუთზე ვარდიმ სხვაობა შეამცირა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. მეორე ტაიმი “მელიებმა” კარგად დაიწყეს 50-ე წუთზე მორგანმა წონასწორობა აღადგინა. 63-ე წუთზე მაიკლ დინმა შმეიხელის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კეინმა გოლად აქცია და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. 85-ე წუთზე შლუპმა ავტოგოლი მიითვალა და შეხვედრის ბედი გადაწყდა, ხოლო 90-ე წუთზე ნუჯენტმა კიდევ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა - 4:3.

მანჩესტერ სიტი – ვესტ ბრომვიჩი 3:0 (2:0)


მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, მანგალა, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ლამპარდი (იოვეტიჩი 65), ფერნანდო, ნავასი, სილვა (მილნერი 81), აგუერო, ბონი (ჯეკო 81).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი, მაკოლი, დოუსონი, ლესკოტი, ოლსონი, დ.ფლეტჩერი, ბეირდი, გარდნერი, სესენიონი (მულუმბუ 90), მორისონი, ბერაჰინო (ანიჩებე 86).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 ბონი (27), 2:0 ფერნანდო (40), 3:0 სილვა (77).
გაძევება: მაკოლი 2.
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 79%-21%, დარტყმა: 43(16)-3(0), ჯარიმა: 6-5, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 0-13

ასტონ ვილა – სუონსი 0:1 (0:0)


ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ოკორე, კლარკი, ბაკუნა, ჰატონი, კლევერლი (სანჩესი 25), დელფი, ნ’ზოგბია (ვესტვუდი 68), სინკლერი, აგბონლაჰორი, ბენტეკე (ვაიმანი 75).
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, შელვი (დაიერი 85), კორკი, კი, სიგურდსონი (მონტერო 64), რუტლიჯი, გომისი (ოლივეირა 93).
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლი: გომისი 87.
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 12(3)-8(5), ჯარიმა: 13-9, კუთხური: 4-9, თამაშგარე: 1-7, სეივი: 4-3

ნიუკასლი – არსენალი 1:2 (0:2)


ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, უილიამსონი, ჯანმაატი, რ.ტეილორი, კოლბეკი, სისოკო, ანიტა (გუტიერესი 72), ამეობი (არმსტრონგი 89), კაბელია, გუფრანი, პერესი.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, პაულისტა, ჩემბერსი, მონრეალი, კოკლენი, რემსი, კასორლა (როსიცკი 71), უელბეკი (ბელერინი 89), სანჩესი (ფლამინი 71), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1;0:2 ჟირუ (24;28), 1:2 სისოკო (48).
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 16(4)-7(3), ჯარიმა: 11-7, კუთხური: 9-4, თამაშგარე: 3-4, სეივი: 1-3

საუთჰემპტონი – ბარნლი 2:0 (1:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი (კ.დევისი 14), ალვერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, ს.დევისი, შნეიდერლენი, ტადიჩი (ვანიამა 46), ლონგი, მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, დაფი, მი, ტრაიპერი, ბარნსი (ვოლასი 82), არფილდი, ჯონსი, ბოიდი, ვოკსი (იუტკევიჩი 74), ინგსი (სორდელი 88).
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 1:0 ლონგი (37), 2:0 შაკელი (58 ს.კ.).
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 20(3)-15(3), ჯარიმა: 10-7, კუთხური: 10-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-1

სტოკი – კრისტალ პალასი 1:2 (1:2)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, შოუკროსი, უილსონი, კამერონი, პიტერსი, ადამი, ნ’ზონზი, აირლანდი, დიუფი, არნაუტოვიჩი, კრაუჩი (უოლტერსი 78).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): სპერონი, დანი, დელანი, იარდი, სუარე (კელი 70), ლედლი, მაკარტური, ზაჰა (გაილი 80), პანჩონი, ბოლასი, მურეი (ამეობი 86).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 დიუფი (14), 1:1 მურეი (41 პენ.), 1:2 ზაჰა (45+2).
გაფრთხილებები: ბეგოვიჩი, ადამი, პიტერსი – ზაჰა, მაკარტური, სუარე, გაილი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 17(4)-12(3), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-3

ტოტენჰემი – ლესტერი 4:3 (2:1)


ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი (ვორმი 4), ვერტონგენი, დაიერი, როუზი, უოლკერი, ბენტალები, მეისონი (დემბელე 88), თაუნსენდი (პაულინიო 58), ერიკსენი, ჩადლი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლესტერი (5-4-1):
შმეიხელი, აპსონი (ვასილევსკი 46), ჰუტი (მაჰრეზი 76), მორგანი, დე ლაეტი, შლუპი, კამბიასო (კინგი 86), ჯეიმსი, ნუჯენტი, ვარდი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: 1:0;2:0;3:2 კეინი (6;13;64 პენ.), 2:1 ვარდი (38), 2:2 მორგანი (50), 4:2 შლუპი (85 ს.კ.), 4:3 ნუჯენტი (90).
გაფრთხილებები: ჩადლი, როუზი – ნუჯენტი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 10(4)-14(5), ჯარიმა: 8-9, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-0

ვესტ ჰემი – სანდერლენდი 1:0 (0:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კოლინსი, კუაიტე, კრესველი, ჯენკინსონი, სონგი, ნობლი, იარვისი (კ.კოული 46), ნოლანი (ნენე 80), დაუნინგი, სახო (ო’ბრიენი 92).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

სანდერლენდი (4-3-3):
პანტელიმონი, ბრაუნი (ვერჯინი 12), ოში, რეველიერი, ვან აანჰოლტი, როდუელი, ლარსონი, გომესი, ს.ფლეტჩერი (ჯონსონი 73), ვიკჰემი, დეფო (გრემი 88).
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

გოლი: სახო 88.
გაფრთხილებები: ვიკჰემი
მსაჯი:
ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15(4)-7(3), ჯარიმა: 14-11, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100424