კალათბურთი

14:02 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ლიტვაში სპარინგ-მატჩი მოიგეს

საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ლატვიაში მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფება, მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი “კულდიგას” შეხვდა და 82:76 დაამარცხა.

ქართველებმა რამდენიმე დღის წინ გამართული სპარინგ-მატჩი “ტალსთან” დაძაბულ ბრძოლაში 90:92 წააგეს. მეტოქე გუნდი 15 წლის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

ქართველები ლატვიაში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართვენ – 22 მარტს “კანდავუს” შეხვდებიან და შემდეგ, 26 მარტიდან ოფიციალურ ტურნირში ჩაებმებიან.

ქალაქი ვენტსპილსი ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპს უმასპინძლებს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092631