ფეხბურთი

12:38 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები პოლონელ თანატოლებს ორჯერ დაუპირისპირდებიან

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თურქეთში მოემზადება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას პოლონელ თანატოლებთან ჩაატარებს. დევდარიანის შეგირდები ევრო-2015-ის ელიტ რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში თბილისში ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, 19-წლამდელები 23 მარტს გამთენიისას ბელეკში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე “საბურთალო”).

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა “საბურთალო”), ზურაბ მალანია (“შუქურა”), ლუკა ნოზაძე (“მეტალურგი”), გიორგი თევზაძე (“სამტრედია”), გიორგი დუმბაძე (“ლოკომოტივი”).

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია (“მეტალურგი”), ლადო მოხევიშვილი (“ლევანტე”, ესპანეთი), ცოტნე მესხი (“შუქურა”), ოთარ კიტეიშვილი (“დინამო” თბილისი), დემურ ჩიხლაძე (“ლოკომოტივი”).

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (“სამტრედია”), გიორგი ბერიძე, მათე კვირკვია (ორივე “ზესტაფონი”), აკაკი შულაია (“მერანი”), ბექა ჭკუასელი (“დინამო”).

ბელგიის “გენკის” შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია და იტალიის “ემპოლის” ფორვარდი რომან ჭანტურია შეკრებას ტრავმების მიზეზით გამოტოვებენ.

ქართველები პოლონელ თანატოლებთან პირველად 28 მარტს ისპარინგებენ, ხოლო მეორედ – 30 მარტს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.184992