ფეხბურთი

16:44 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პლატინის სტადიონებზე ძალადობის აღსაკვეთად სპორტული პოლიცია სჭირდება

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ბოლო პერიოდში სტადიონებზე გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო, ევროპის სპეციალიზირებული სპორტული პოლიციის შექმნის იდეით გამოდის.

“არცთუ შორეულ წარსულში დაბრუნება არ შეიძლება, როდესაც ტრიბუნებზე ტონის მიმცემები ხულიგნები და ფანატები იყვნენ. ბოლო პერიოდში გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ტრიბუნებზე ძალადობა ბრუნდება. ის ხდება, რაც 30 წლის წინ. ამას მხოლოდ ოფიციალური ხელისუფლების ძალით უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ უფრო ხისტი მეთოდები გვჭირდება, მათ შორის ევროთასების მატჩებზე სტადიონების ჩაკეტვა. ევროპის სპეციალიზირებული სპორტულ პოლიციაზე საუბრით არ დავიღლები. ამის შესახებ 2007 წლიდან ვლაპარაკობ, როდესაც უეფას პრეზიდენტად ამირჩიეს”, – იუწყება პლატინის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099016