როგორც “ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბმა 17 წლის ფეხბურთელ კიერან დოილთან 2017 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. დოილი, რომელმაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, “ევერტონის” 21-წლამდელთა შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა, გასული წლის დეკემბერში კი ძირითადი გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, როცა რობერტო მარტინესმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირში “კრასნოდარის” წინააღმდეგ ათამაშა.
“ბედნიერი ვარ, რადგან დღეს პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. დიდებულია, როცა ოცნება აგიხდება. დღეიდან მე ვარ პროფესიონალი ფეხბურთელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა დოილმა “ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კიერან დოილი “ევერტონის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. თამაშობდა ინგლისის 16 და 17-წლამდე ნაკრებ გუნდებში, 2014 წელს კი ინგლისის 18-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.







