ფეხბურთი

0:55 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: “გერმანიაზე უნდა გადავერთოთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მალტასთან მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გიორგი კმაყოფილი გახლდათ გამარჯვებით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მალტასთან გამარჯვება დღესვე უნდა დაივიწყონ და გერმანიასთან გასამართ შეხვედრაზე გადაერთონ.

“მალტის ნაკრები ძლიერ ნაკრებებს არ განეკუთვნება, თუმცა გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. ეს წარმატება დღესვე უნდა დავივიწყოთ და გერმანიასთან გასამართ შეხვედრაზე დავიწყოთ ფიქრი.

იმედი მაქვს, რომ სხვა გრანდებთან ჩატარებული მატჩების მსგავსად, კვირასაც ღირსეულად ვითამაშებთ”, - განაცხადა ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა.

შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსნებმა” შეხვედრის მიწურულს, ჯაბა კანკავასა და ვაკო ყაზაიშვილის გატანილი გოლებით მოახერხეს მეტოქის გატეხვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100979