კალათბურთი

14:32 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 14-წლამდელებმა რუსული გუნდები ჯამში 46 ქულით დაამარცხეს

საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ერთ დღეში 2 რუსული გუნდი დაამარცხა. ეს მოხდა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპი დაიწყო.

აქამდე გამართულ 2 ეტაპში ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩიდან 6 მოიგო და თუკი ლატვიურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზებს, ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

შესაბამისად, ქართველები ფინალთან ახლოს არიან, რადგან ვენტსპილსში გასამართი 5 მატჩიდან 2 უკვე მოიგეს. ჩვენებმა ჯერ სანკტ-პეტერბურგის „ვასილოოსტროვსკაია" 72:57 დაამარცხეს, შემდეგ კი, დაახლოებით 3 საათის შემდეგ, რუსულსავე „ენისეის" 58:89 მოუგეს.

ქართველების უპირატესობა ორივე მატჩში დიდი იყო. ქორქია-მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2 მატჩის ჯამში 46 ქულით დამარცხა რუსული კლუბები.

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები დღეს, 28 მარტს ჯერ ვენტსპილსის „სპარსს" შეხვდება, შემდეგ კი სომხურ „გრანდს" დაუპირისპირდება.

მე-3 ეტაპის ბოლო, მე-5 მატჩს ქართველები 29 მარტს, პოლონური „პომერანიას" წინააღმდეგ გამართავენ.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093332