ფეხბურთი

1:17 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია და ყენია გერმანიასთან თამაშს აფასებენ

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის თამაშში დადებითი მხარეების მოძებნა შეიძლება, ხოლო ლევან ყენიამ თქვა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს უფრო აგრესიული თამაში სჭირდებათ.

გიორგი ჭანტურია: “გერმანია მსოფლიოში პირველი ნაკრებია, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ვეცადეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ - რაც შეგვეძლო მსოფლიო ჩემპიონებთან. რა თქმა უნდა, კლასში დიდი განსხვავებაა, მაგრამ ასეთი თამაში გამოგვადგება, გუნდი ახლახანს შეიქმნა, ახალი მწვრთნელი გვყავს და მაინც ვთვლი, რომ შეიძლება მოიძებნოს დღევანდელი მატჩიდან გამომდინარე დადებითი მხარეებიც. ნაკრებში ისეთი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, რომელსაც ფეხბურთის თამაში უყვარს. სამომავლოდ ყველაფერია შესაძლებელი.”

ლევან ყენია: “ძალიან ძლიერები იყვნენ, დაგვჯაბნეს პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში ცოტათი უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ რეალური შანსი არ გვქონია. დავალებაც გვქონდა, რომ შეგვეტია და ვცდილობდით, თუმცა მათ ბევრი მომენტები ჰქონდათ და ისე გვაქვს სისხლში გამჯდარი დაცვა და ბურთის მოგერიება, რომ ცოტა შიშის ფაქტორიც იყო. მთავარია, თავს უფრო მეტად ვენდოთ და ბურთი მეტოქის ნახევარზე ავიტანოთ ხოლმე”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091769