ფეხბურთი

15:33 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ოსკარს აკვირდება

ტურინის “იუვენტუსი” ლონდონის “ჩელსისა” და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველს ოსკარს აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი ავრცელებს.

იტალიური გრანდის სკაუტები ოსკარის საქმეში სანახავად რამდენიმე დღის წინ ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ, რომელიც “სელესაოს” გამარჯვებით (3:1) დასრულდა. ოსკარმა მინდორზე 86 წუთი დაჰყო და გოლის გატანა მოახერხა.

ოსკარს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 35 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა “არისტოკრატების” მაისური 37-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიოსკარი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156301