ფეხბურთი

16:03 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდის და კარაგერის საქველმოქმედო მატჩი (+VIDEO)

მაშინ როდესაც ბებერი კონტინენტი ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით იყო გართული, ინგლისის ქალაქ ლივერპულში “ენფილდზე” ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა. “მერსისაიდელთა” ლეგენდარულმა მოთამაშეებმა სტივენ ჯერარდმა და ჯემი კარაგერმა ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო შეხვედრა გამართეს.

“ენფილდზე” დაბრუნდნენ ლუის სუარესი და ფერნანდო ტორესი, რომლებიც წლების განმავლობაში “ლივერპულის” ღირსებას იცავდნენ. ორივე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გულშემატკივართან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ფრანგმა ლეგენდარულმა მოთამაშემ, ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად კომენტატორმა ტიერი ანრიმ.

შეხვედრაში ანგარიში კარაგერის გუნდმა გახსნა, კერძოდ თავი მარიო ბალოტელიმ მე-8 წუთზე გამოიჩინა. იტალიელის გოლის შემდეგ კი, 21-ე წუთზე, ჯემის გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარულმა მოთამაშემ დიდიე დროგბამ გაზარდა. სტივენ ჯერარდმა 37-ე და 69-ე წუთებზე პენალტების მეშვეობით საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

საბოლოოდ, “ენფილდზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა გამორჩეული ფეხბურთელების შესანიშნავი მატჩი იხილეს.

სტივენ ჯერარდის გუნდის სასტარტო შემადგენლობა: ბრედ ჯონსი, ენტონი ჯერარდი, გლენ ჯონსონი, ჯონ ტერი, ჯონ არნე რიისე, კევინ ნოლანი, სტივენ ჯერარდი, ჩაბი ალონსო, რაიან ბაბელი, ტიერი ანრი, ჟერომ სინქლერი.

სათადაროგოები: სკოტ დანი, ეშლი უილიამსი, ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი, ჩარლი ადამი, ჯეი სპირინგი, შტეფენ უარნოკი, ჟოაო კარლოს ტეიშეირა.

ჯემი კარაგერის სასტარტო: პეპე რეინა, ჯონ ფლანაგანი, ჯემი კარაგერი, ალვარო არბელოა, მარტინ კელი, ჰარი კიუელი, სტიუარტ დოუნინგი, ლუკასი, ჯონჯო შელვი, დიდიე დროგბა, მარიო ბალოტელი.

სათადაროგოები: პეტერ გულაკსი, ლუის გარსია, კრეიგ ნუნი, ალბერტო მორენო, გაელ კლიში, ფაბიო ბორინი, კრეიგ ბელამი.

გოლები: 0:1 მარიო ბალოტელი (8), 0:2 დიდიე დროგბა (21), 1:2, 2:2 სტივენ ჯერარდი (37 პენ,69 პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.197608