ფეხბურთი

13:13 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთი უმწვრთნელოდ დარჩა

63 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა ბერნარდ შალანდმა სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანანმდებობა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებელი სტარტის გამო დატოვა.

სომხებმა ევროშესარჩევის მე-4 ტურის მატჩი სტუმრად ალბანეთთან 1:2 დათმეს და I ჯგუფში ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან. შვეიცარიელმა სპეციალისტმა საქართველოს მეზობელი ქვეყნის ნაკრები 2014 წლის 28 თებერვალს ჩაიბარა და სადებიუტო მატჩი წარმატებული გამოუვიდა, დაამარცხა რა არაბთა გაერთიანებული საემიროები 4:3. მას შემდეგ შალანდის გაწვრთნილმა სომხეთმა 8 მატჩი ჩაატარა, 7 დათმო, ერთიც ფრედ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084697