ფეხბურთი

13:08 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალაბასთვის სეზონი თითქმის დასრულებულია (+VIDEO)

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა დავიდ ალაბამ ბოსნიასთან ამხანაგური მატჩის დროს ავდია ვრსაიევიჩთან ორთაბრძოლის შედეგად მუხლის ტრავმა მიიღო.

მატჩის შემდეგ ავსტრიის ნაკრების ექიმმა განაცხადა, რომ ალაბას 6-დან 8 კვირის განმავლობაში ლაზარეთში ყოფნა მოუწევს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ავსტრიელი ფეხბურთელისთვის სეზონი თითქმის დასრულებულია.

მიმდინარე სეზონში ალაბამ ყველა საკლუბო ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157482