სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:20 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” სალას გამოისყიდის

იტალიური “ფიორენტინა” ეგვიპტელი ნახევარმცველის მოჰამედ სალას სატრანსფერო უფლებებს გამოისყიდის. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Express–ი ავრცელებს.

ნახსენები წყაროს ცნობით, ფლორენციული კლუბისა და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწიეს და 22 წლის ფეხბურთელი “იების” სრულფასოვანი წევრი 18 მილიონ ევროდ გახდება.

შეგახსენებთ, რომ სალა “ფიორენტინაში” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა იჯარით და “არტემიო ფრანკის” შესანიშნავად მოერგო. მან “იების” მაისური 11-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095942