ჩოგბურთი

13:18 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ფინალში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში ისე გააღწია, სეტიც კი არ წაუგია.

მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძე ნახევარფინალში მე-4 რეიტინგის მქონე რუს ეკატერინა იაშინას გადაეყარა და მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო – 6:0, 6:2.

ფინალში მარიამის მეტოქე მე-3 განთესვის მქონე მაკედონიელი ლინა გორჩესკა იქნება, რომელმაც ბულგარელი იულია ტერზისკა (მე-5) 6:2, 6:2 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090268