ფეხბურთი

13:39 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორია და პაოკ-ი წელიწადში 250 000 ევროზე შეთანხმდნენ

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მოასპარეზე პაოკ-ი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია 3-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ.

ბერძნული ინტერნეტპორტალის imerisia.gr-ის ინფორმაციით, მხარეებმა გამოსავალი იპოვეს და ლორია 4-წლიან კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმაა, რომლის თანახმად წელიწადში 250 000 ევროს მიიღებს. ქართველი მეკარე თავდაპირველად წელიწადში ხელფასის სახით 400 000 ევროს ითხოვდა, ხოლო ბერძნები 200 000-ს თავაზობდნენ. თუმცა, საბოლოოდ 250 000 ევროზე შეჯერდნენ.

ხელშეკრულების დასადებად კიდევ მცირე დეტალებია დასაზუსტებელი, მაგრამ imerisia.gr-ი იუწყება, რომ ისინი კონტრაქტის დადებას ხელს არ შეუშლიან.

ლორიამ პაოკ-ის პრეზიდენტ იაკობ ანგელიდესთან შეხვედრისას არა მხოლოდ გარიგების ფინანსური, არამედ, იურიდიული დეტალებიც განიხილა. 3 აპრილს მეკარე სალონიკიდან საქართველოში გამოფრინდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099357