სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:11 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტაინ-უირის დერბიში კვლავ “შავმა კატებმა” იმარჯვეს

ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა “ლაით ოფ სთედიუმზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “სანდერლენდმა” ტაინ-უირის დერბიში საძულველი მეტოქე “ნიუკასლი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მასპინძელთათვის გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგანაც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და თითოეული ქულა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სტუმრები კი ცხრილის შუაში არიან გაჩხერილები და უმოტივაციოდ იმყოფებიან, თუმცა ეს ყველაფერი აღნიშნულ დერბის არ ეხება. მოსისხლე მტრებისთვის ამ მატჩში სატურნირო პოზიციებს მნიშვნელობა არ აქვს და მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვიან.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მატჩი ძალიან დაძაბული და ხისტი გამოდგა. შეხვედრის მთავარ მსაჯს მაიკლ დინს ფეხბურთელებისთვის შვიდჯერ მოუწია ყვითელი ბარათის მიცემა, რაც ხშირი შემთხვევა არაა ინგლისში. ერთადერთი გოლის გატანა ჯერმეინ დეფომ პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში მოახერხა, ვეტერანმა ფორვარდმა დაახლოებით 20 მეტრიდან მიწაზე ძირს დაუშვებლად გადაგზავნა ბურთი ტიმ კრულის კარში და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა – 1:0.

ამ გამარჯვებით “შავი კატები” მე-15 ადგილამდე აღზევდნენ და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ “სანდერლენმა” პირველ წრეშიც ანალოგიური ანგარიშით მოუგო საძულველ მეტოქეს.

დღის მეორე შეხვედრა “ტურფ მურზე” გაიმართა, სადაც პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ბარნლიმ” ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და ქულას გამოკრა ხელი. შეხვედრაში გოლი არ გასულა, რის შემდეგაც “ბარნლი” მე-18 ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უკვე რვა ქულით ჩამორჩება და უდიდესი ალბათობით კვლავ ევროპა ლიგით მოუწევთ დაკმაყოფილება.

ბარნლი – ტოტენჰემი 0:0


ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, დაფი, მი, ტრაიპერი, ჯონსი, არფილდი, ბარნსი, ბოიდი, ვოკსი (იუტკევიჩი 76), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი, კირიკეში, დაიერი, როუზი, უოლკერი (დევისი 47), მეისონი (თაუნსენდი 83), ბენტალენი, პაულინიო, ჩადლი (ლამელა 64), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გაფრთხილებები: ტრაიპერი, მი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 15(4)-12(2), ჯარიმა: 9-5, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-4

სანდერლენდი – ნიუკასლი 1:0 (1:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ვერჯინი, ოში, ჯონსი, ვან აანჰოლტი, ხ.გომესი, ლარსონი, კატერმოლი, ვიკჰემი, ს.ფლეტჩერი, დეფო (ა.ჯონსონი 80).
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

ნიუკასლი (4-3-3): კრული, უილიამსონი, რ.ტეილორი, ჯანმაატი, კოლბეკი, გუტიერესი, სისოკო, გუფრანი (რივიერი 58), ამეობი (არმსტრონგი 87), კაბელია, პერესი.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

გოლი: დეფო 45+1.
გაფრთხილებები: ვერჯინი, ხ.გომესი, ვან აანჰოლტი, ვიკჰემი, ლარსონი – რ.ტეილორი, კოლბეკი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 16(4)-10(1), ჯარიმა: 14-18, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097188