ფეხბურთი

13:21 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინაში გადრანის დებიუტი შედგა

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში გიორგი გადრანის დებიუტი შედგა. მე-18 ტურში ოდესის “ჩერნომორეცმა” კიევის “დინამოს” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. 20 წლის ქართველმა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ის ოდესელთა რიგებში ერთი კვირის წინ ჩაირიცხა.

შეხვედრა კიევში შედგა, სადაც “ჩერნომორეცი” სეზონის ბოლომდე საშინაო მატჩებს ჩაატარებს, რადგან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ოდესაში სათამაშოდ შესაბამისი პირობები არაა. ყოველივე კი, უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. “ჩერნომორეცი” 17 ქულით 14 გუნდში მე-11 ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში კიშინიოვის “დაჩიამ”, რომელსაც ზამთარში ფორვარდები დავით სირაძე და ჯაბა დვალი დაემატნენ, სტუმრად ბელცის “ზარიას” 4:0 მოუგო. დვალი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. სირაძე თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. “დაჩია” 11-გუნდიან ჩემპიონატს 42 ქულით ლიდერობს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 28-ე ტურში ბაქოს აზალ-მა, სადაც ლაშა კასრაძე გამოდის, სახლში “გაბალასთან” 0:4 წააგო. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. აზალ-ი 31 ქულით 10 გუნდში მე-6 პოზიცაზეა.

0.096464