ფეხბურთი

16:50 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურკუფი "გლადბახში" ?

ფრანგული "ლიონის" ნახევარმცველი იოჰან გურკუფი შესაძლოა მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

28 წლის ნახევარმცველს ზაფხულში "ლიონთან" მოქმედი კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რომლის გახანგრძლივებაზეც არაფერი ესმის. იოჰანით გერმანული "მიუნხენგლადბახი" ინტერესდება და დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონში გერმანულ კლუბში აღმოჩნდეს. საფრანგეთის ნაკრების წევრის შეძენა მის ყოფილ კლუბს "ბორდოსაც" სურს.

გურკუფმა მიმდინარე სეზონში "ლიონის" მაისური 19-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160901