არგენტინის პრიმერადივიზიონის მე-8 ტურის მატჩში "ლანუსმა" შინ "არგენტინოს ხუნიორსთან" 0:1 წააგო. მატჩის შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველი მარკუს ფრიცლერი გულშემატკივრის თავდასხმის ობიექტი გახდა. ავტოგრაფის მიცემის დროს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გერმანული წარმოშობის არგენტინელ ფეხბურთელს სახეში უთავაზა და მოთამაშესაც სისხლი წამოუვიდა.







