საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველი სოლომონ კვირკველია მიმდინარე სეზონში ყაზანის “რუბინში” პირველ მატჩს გამოტოვებს.
მან რუსეთის პრემიერლიგის განვლილ ტურში სტუმრად პერმის “ამკართან” მოგებულ (3:0) მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეოთხე აღმოჩნდა და დისკვალიფიცირებულია. ამის გამო, 23 წლის ქართველი მცველი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 21 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 7 აპრილს პრემიერლიგის 22-ე ტურში პრინციპულ მეტოქე “კრასნოდართან” ვერ ითამაშებს.
“რუბინის” მთავარ მწვრთნელს თავსატეხი გაუჩნდა როგორ შეცვალოს, ალბათ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალური მცველი. ვარიანტი ბევრია, მაგრამ ნაკლებად ვინმე თუ ჩაითვლება იმის გარანტად, რომ კვირკველიას გარეშე “რუბინის” დაცვა საიმედო იქნება.
სოლომონის თანამემამულე მამუკა კობახიძე თურქეთში შეკრებაზე იმ შემთხვევისთვის განიხილებოდა, თუკი ერთ-ერთი ცენტრალური მცველი ვერ ითამაშებდა.
მართალია, ბელეკში კობახიძე წყვილში თავის მეგობარ კვირკველიასთან თამაშობდა და არა სესარ ნავასთან. სოლომონმა კი, ესპანელთან ტანდემში თავი წარმოაჩინა მოთამაშედ, რომელიც ყოველთვის ასწრებს ოდნავ ნელი ნავასის შეცდომის გამოსწორებას.
ზურგსუკან გაქცეული მეტოქის დაწევა და “სუფთად” ფეხებში ვარდნით ბურთის ართმევა “რუბინში” კვირკველიაზე უკეთ არავის შეუძლია. გააკეთებს თუ არა იგივეს ასევე ეფექტურად კობახიძე, საკითხავია”, - იუწყება sport.business-gazeta.ru კვირკველიას შესახებ.









