სხვა

0:31 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჰოკეისტების მარცხიანი მატჩები თურქეთში

თურქულ იზმირში გრძელდება 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გათამაშება ყინულის ჰოკეიში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიცაა ჩაბმული.

ქართველმა ჰოკეისტებმა უკვე 4 მატჩი ჩაატარეს და ყველაში მარცხი განიცადეს: ლუქსემბურგთან – 3:15, ჩრდილოეთ კორეასთან – 4:12, თურქეთთან – 1:13 და ჰონგ კონგთან – 3:11.

9 აპრილს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას ეთამაშება, 12-ში კი – არაბეთის გაერთიანებული ემირატების გუნდს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰოკეისტების მთავარი მწვრთნელი უკრაინელი ევგენი ალიპოვია, შემადგენლობა კი ასეთია: კახა ამბროლავა, ნიკა ლომიძე, ზაზა ღონღაძე, გიორგი გობეჯიშვილი, ვიტალი დუმბაძე, ამირან გეფერიძე, გია ოგანეზიანი, გიორგი ჯეირანაშვილი, დავით მინასიანი, გოჩა ჯეირანაშვილი, გიორგი ჯანგობეგიშვილი, გენადი კოსიცკი, დიმიტრი სმეტანინი, რევაზ ცომაია, ანდრო შენგელია, ანდრეი ილიენკო, ჯაბა ჩალათაშვილი, დავით ოგანეზიანი, მიხეილ დავითაშვილი, ალექსანდერ ცუკანოვი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164236