ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “უიგანის” მთავარ მწვრთნელად 32 წლის გერი კოლდუელი დანიშნეს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “უიგანის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
32 წლის შოტლანდიელმა “უიგანის” თავკაცის პოსტზე მალკი მაკეი შეცვალა, რომელიც გუნდი შარშან ნოემბერში ჩაიბარა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გაათავისუფლეს.
კოლდუელს “უიგანში” 2010-2014 წლებში უთამაშია და 109 მატჩში 6 გოლი გაუტანია. 2002-2013 წლებში შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 55 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აუღია. მან კარიერა ნაადრევად ბარძაყის ტრავმის გამო დაასრულა.









