სხვა

22:56 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შამილიშვილი მე-6 ადგილს დასჯერდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა რამინ შამილიშვილმა (56 კგ) თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა. ქართული გუნდის უმსუბუქესმა ძალოსანმა პირველი მოძრაობა – ატაცი 110 კილოგრამით დაიწყო, მაგრამ ცდა გაუცუდდა. ეს წონა მეორედ მისვლით დაძლია. შემდეგ კი 114 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა და მე-7 შედეგს დასჯერდა.

აკვრა გაცილებით კარგად დაიწყო – 135-კილოგრამიანი შტანგა აჰკრა, მაგრამ მეორე-მესამე ცდებზე 141 კილოგრამს ვერაფერი მოუხერხა და მეორე ცდაც მე-7 შედეგით დაასრულა. ორჭიდის ჯამში კი ერთი პოზიციით წინ წაიწია, გაუსწრო რა პოლონელ დომინიკ კოზლოვსკის (111+129).

ევროპის ჩემპიონი მოლდოველი ოლეგ სირგი გახდა, რომელმაც შამილიშვილს 19 კილოგრამით გაუსწრო (113+151). ვერცხლის მედალს სომეხი სმბატ მარგარიანი (113+146) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს – იტალიელი მირკო სკარანტინო (118+141).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09098