ფეხბურთი

4:35 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლა კვლავ ძალიან დაიძაბა. “ბარსელონამ” “სანჩეს პისხუანზე” დაკარგა ქულები, რითაც “რეალმა” ისარგებლა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.

ტური “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “რეალმა” ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ეიბარი” მიიღო და გადახალისებული შემადგენლობით გაუსწორდა. მადრიდელებს ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო, ხამეს როდრიგესი, გარეტ ბეილი და ტონი კროოსი აკლდათ, ხოლო იკერ კასილასი, დანი კარვახალი და ქარიმ ბენზემა კარლო ანჩელოტიმ დაასვენა. მიუხედავად ამისა, “ბლანკოსმა” იოლი გამარჯვება იზეიმა. ანგარიში 21-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით კრიშტიანო რონალდომ გახსნა, ათ წუთში თამაშს მონატრებულმა ხავიერ ერნანდესმა თავური დარტყმით გაზარდა სხვაობა, ხოლო მატჩის ბოლოს ხესემ გაიტანა – 3:0.

“ლა როსალედას” ეწვია მე-3 ადგილისთვის მებრძოლი “ატლეტიკო” და წაგებას გრიზმანის თამაშგარე გოლის წყალობით გადაურჩა. ანგარიში 25-ე წუთზე კამენის უხეში შეცდომის შემდეგ გაიხსნა, ხესუს გამესმა აუტიდან საჯარიმოში ჩააგდო, კამერუნელმა მეკარემ კი, ბურთი ვერ შეიმაგრა და გრიზმანს ცარიელ კარში გაატანინა. “მალაგამ” წონასწორობის აღდგენა 37-ე წუთზე მოახერხა, მასპინძელთა მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ფერნანდო ტორესმა ავტოგოლი მიითვალა. 71-ე წუთზე ნორდინ ამრაბატის შესანიშნავი თამაშის შემდეგ, სამუელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელმაც შანსი გამოიყენა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებმა შეხვედრის გადარჩენა 78-ე წუთზე მოახერხეს, რაულ ხიმენესის პასით ანტუან გრიზმანმა გაიტანა. პასის მომენტში ფრანგი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მატეუ ლაოსი შეცდა და “როხიბლანკოს” მნიშვნელოვანი ქულის აღებაში დაეხმარა – 2:2.

უიკენდის ცენტრალური შეხვედრა “რამონ სანჩეს პისხუანზე” შედგა, სადაც ადგილობრივი ”სევილია” კატალონიურ “ბარსელონას” დაუზავდა. შეხვედრის პირველმა 35 წუთმა სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა და ეს ტაბლოზეც აისახა. “ბარსელონა” მე-14 წუთზე ლიონელ მესის მშვენიერი გოლით დაწინაურდა, ხოლო 31-ე წუთზე ნეიმარმა ჩინებული ჯარიმა გაიტანა. კატალონიელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, თუმცა ლუის სუარესმა მასპინძლები დაინდო და ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, რისთვისაც მისი გუნდი მალე დაისაჯა. 38-ე წუთზე ევერ ბანეგამ შორი მანძილიდან ზუსტად გაისროლა და ანგარიში შეამცირა. უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელის დარტყმა აუღებელი ბურთების კატეგორიაში არ შედიოდა, თუმცა კლაუდიო ბრავო მთლად კარგად ვერ გაისარჯა.

მეორე ნახევარში “სევილია” ბევრად კარგად თამაშობდა, ვიდრე პირველ ნახევარში. გოლის გატანის შანსი ჰქონდა კარლოს ბაკას, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სტუმართაგან კვლავ კარგი შანსი ჰქონდა ლუის სუარესს, თუმცა ურუგვაელმა ვერც მეორე ნახევარში ივარგა. გადამწყვეტი როლი ითამაშა მწვრთნელების გადაწყვეტილებებმა. ლუის ენრიკემ მოედნიდან ნეიმარი გაიყვანა და ხავი შეუშვა, რის შემდეგაც “ბარსელონა” იერიშებს სიმწვავე ძალიან მოაკლდა, ხოლო უნაი ემერიმ მოედანზე სტეფან მ’ბიას, ხოსე ანტონიო რეიესსა და კევინ გამეიროს უხმო, რაც გამართლებული აღმოჩნდა, რადგან მ’ბიამ მოედნის ცენტრში დაალაგა თამაში, ხოლო გადამწყვეტი გოლი უშუალოდ ბოლოს ნახსენები მოთამაშეების წყალობით გავიდა. 84-ე წუთზე რეიესის, ვიდალისა და გამეიროს მიერ გათამაშებული კომბინაცია, ფრანგი ფორვარდის გატანილი გოლით დასრულდა – 2:2. “ბარსელონა” ორ ქულითღა უსწრებს “რეალს” და მომდევნო ტურში “ვალენსიას” ეთამაშება შინ. მატჩის დასრულების შემდეგ, ივან რაკიტიჩი ყოფილი კლუბის გულშემატკივრებთან მივიდა, რომლებიც ძალიან თბილად დახვდნენ ხორვატს. ივანმა ანდალუსიელი ქომაგები გულთბილად მოიკითხა და ერთ-ერთ მათგანს საკუთარი მაისური უსახსოვრა.

ცხრილის შუაში გაჩხერილი, უმოტივაციო კლუბების თამაში შედგა “ესტადიო ბალაიდოსზე”, სადაც “სელტამ” “რაიო ვალეკანო” არ დაინდო. შეხვედრა სტუმართათვის იდეალურად დაიწყო და მანუჩომ პირველივე წუთზე გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ მადრიდელთათვის ნამდვილი კოშმარი დაიწყო. პირველივე ნახევარში სანტი მინამ და ხოაკინ ლარივეიმ დუბლები შეასრულეს და გამანადგურებელი გახადეს სხვაობა, ხოლო მეორე ტაიმში მინამ კიდევ ორჯერ იხეირა და პოკერი გაიფორმა – 6:1.

გადარჩენისთვის მებრძოლი კლუბების ჯახი შედგა ”ხუეგოს მედიტერანეოსზე”, სადაც ადგილობრივმა “ალმერიამ” თანარეგიონელი “გრანადა” დაჩაგრა. მასპინძლებმა ვერზას დუბლითა და ესპინოსას გოლით იმარჯვეს – 3:0.

რეალი – ეიბარი 3:0 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3):
ნავასი, ვარანე, რამოსი (პეპე 64), არბელოა, მარსელო (ნაჩო 64), ილარამენდი, მოდრიჩი (ლ.სილვა 61), ისკო, ხესე, რონალდუ, ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ანიბარო, რ.ნავასი, ვილა, კასტელიანო, ბორხა, დ.გარსია (დ.ბოატენგი 77), კაპა, ლარა, დელ მორალი (პიოვაკარი 66), ბერხონი (არუაბარენა 46).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 რონალდუ (21), 2:0 ერნანდესი (31), 3:0 ხესე (83).
გაფრთხილებები: ვილა, არუაბარენა, დ.ბოატენგი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 24(13)-4(2), ჯარიმა: 10-18, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-10

მალაგა – ატლეტიკო 2:2 (1:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ს.სანჩესი, ბოკა, როსალესი, დარდერი, რესიო, ამრაბატი, (გერა 92) კასტილიეხო (ჰორტა 84), სამუელი, ხუანმი (ტისონე 76).
მწვრთნელი: ხავი გრასია

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხ.ხიმენესი, მირანდა, ხუანფრანი, გამესი, ტიაგო, გაბი (რ.ხიმენესი 73), თურანი (კანი 80), კოკე, გრიზმანი, ფ.ტორესი (საული 68).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1;2:2 გრიზმანი (25;78), 1:1 ფ.ტორესი (37 ს.კ.), 2:1 სამუელი (71).
გაფრთხილებები: დარდერი, ველიგტონი – გაბი, მირანდა, გრიზმანი
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 11(3)-11(5), ჯარიმა: 13-10, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-1

სევილია – ბარსელონა 2:2 (1:2)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, პარეხა, კარისო, კოკე, ტრემულინასი, კრიშოვიაკი, ბანეგა, ვიდალი (მ’ბია 70), იბორა, ვიტოლო (რეიესი 70), ბაკა (გამეირო 75).
მწვრთნელი: უნაი ემერი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, ინიესტა (პედრო 86), რაკიტიჩი, ლ.სუარესი, ნეიმარი (ხავი 74), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 მესი (14), 0:2 ნეიმარი (31), 1:2 ბანეგა (38), 2:2 გამეირო (84).
გაფრთხილებები: კრიშოვიაკი, იბორა, ბანეგა, რეიესი, მ’ბია – ბუსკეტსი, პიკე
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 11(2)-17(7), ჯარიმა: 14-11, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 3-3, სეივი: 5-0

სელტა – რაიო ვალეკანო 6:1 (4:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, მალიო, ხონი, ა.ფერნანდესი (ა.ლოპესი 62), კრონ-დელი, ნოლიტო, ორელიანა, მინა (ბონგონდა 71), ლარივეი (ჩარლესი 75).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

რაიო ვალეკანო (3-4-2-1): ტონიო, ბა (ნაჩო 28), ამაია, ზე კასტრო, ხოზაბედი, ტრაშორასი, ემბარბა, კაკუტა (მიკუ 74), ბუენო, ლიკა (ტიტო 27), მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 0:1 მანუჩო (1), 1:1;3:1 ლარივეი (6;37), 2:1;4:1;5:1;6:1 მინა (21;40;51;56).
გაფრთხილებები: ა.ფერნანდესი – ამაია, ტრაშორასი
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 17(10)-12(4), ჯარიმა: 16-3, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-4

ალმერია – გრანადა 3:0 (1:0)

ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ტეიე, კორონა, ფ.სორიანო (ზონგო 58), ესპინოსა (აზეზი 82), ვ.სილვა, ბიფოუმა (ჰემედი 77).
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი

გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, კალა, მაინცი, ნიომი, ე.ინსუა, რ.პერესი (რიკი 63), იტურა (ფ.რიკო 55), მარკესი, პიტი, იბანესი, ელ არაბი (კორდობა 55).
მწვრთნელი: აბელ რესინო

გოლები: 1:0;3:0 ტეიე (45+1;87), 2:0 ესპინოსა (59).
გაფრთხილებები: ფ.სორიანო, ბიფოუმა, ტეიე, მ.დოს სანტოსი – კალა, ნიომი, მარკესი, ე.ინსუა
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 17(9)-14(3), ჯარიმა: 16-14, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-6

თეგებილა ლიგა
0.093637