სხვა

1:15 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჰოკეისტთა მე-2 გამარჯვება

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში თამაში 2 მოგებით და შვიდ გუნდს შორის დაკავებული მე-5 ადგილით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჰოკეისტებმა პირველი გამარჯვება (4:1) ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოიპოვეს, ტურნირის დასკვნით დღეს კი არაბეთის გაერთიანებული ემირატების ნაკრები ბულიტების სერიაში დაამარცხეს.

მატჩის ძირითადი დრო 4:4 დასრულდა, თამაშის გმირი კი ვიტალი დუმბაძე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი ხომ შეასრულა და გადამწყვეტი ბულიტიც შეაგდო.

იზმირული შეჯიბრის გამარჯვებული ჩრდილოეთ კორეის გუნდი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ თურქეთს ოვერტაიმში სძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097084