ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადის კვალად, წყვილთა შეჯიბრსაც გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის დასკვნით ტურში სოფო ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვასთან 6:3, 3:6, 4:6 დამარცხდა და რევანშის აღება წყვილებშიც ვერ მოახერხა.
შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა სწორედ ანასტასია და არინა როდიონოვებთან მატჩში 4:2 კი დაწინაურდნენ, თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს და 4:6, 2:6 წააგეს.







