ფეხბურთი

16:21 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძეს მატჩი ტრავმამ გააცდენინა

ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტანმა კახა მახარაძემ უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი მცირე ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

განვლილ ტურში ტაშკენტელებმა “ქიზილქუმი” დაამარცხეს (2:0), სადაც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, ხოლო მახარაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო, რაც იშვიათი შემთხვევაა.

ტაშკენტელთა მთავარი მწვრთნელის სამველ ბაბაიანის განმარტებით, ქართველ საყრდენ ნახევარმცველს მცირე ტრავმა ჰქონდა და ამიტომ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168444