ფეხბურთი

16:02 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

17 წლის ქართველი შვედურ ფეხბურთში                  

შვედეთის ალსვენსკან ჩემპიონატის კლუბ “კალმარში” 17 წლის ფეხბურთელი გიგა ჩხეიძე თამაშობს. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი შვედეთის მოქალაქეა. 2013-14 წლებში გიგა ჩხეიძემ შვედეთის 17-წლამდე ნაკრებში 6 მატჩი გამართა. ამპლუით მარცხენა მცველს გოლი არ გაუტანია.

გიგა ჩხეიძეს “კალმარის” 19-წლამდე გუნდში 38 მატჩი აქვს გამართული, 21-წლამდელთა გუნდში კი მხოლოდ 8. შვედეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, რომელიც 2014 წლის მიწურულს დასრულდა, გიგა ჩხეიძე რამდენიმე მატჩში “კალმარის” განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

შვედეთის ალსვენსკან ჩემპიონატმა, რომელშიც 16 გუნდი იღებს მონაწილეობას, მიმდინარე თვეში აიღო სტარტი. 3 ტურის შემდეგ შვედეთის რანგით უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში “კალმარი” 4 ქულით მე-10 ადგილზეა. 17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გუნდის განაცხადში ვერ ვიხილეთ.

შეგახსენებთ, შვედეთში თამაშობს ქართველი მეკარე ბესარიონ კოდალაევი, რომელიც მეორე დივიზიონის კლუბ “ლარჟე-ანგერედსის” წევრია.

მეორე დივიზიონში მხოლოდ პირველი ტურის მატჩები გაიმართა. კოდალაევის გუნდმა “ტენჰულტთან” საშინაო მატჩში ფრედ 1:1 ითამაშა, თუმცა 197 სმ სიმაღლის ქართველ მეკარეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

0.16734